logo
ENG



"მწვანე ფესტივალის" ორგანიზატორებს მზიურში ღონისძიება არ ჩაატარებინეს

12 ოქტ 201913:38
3 წუთის საკითხავი
 
1p7vsnaecmibcmx.jpeg

„ახალი მზიურის“ ტერიტორიაზე დღეს „მწვანე ფესტივალი“ უნდა გამართულიყო, თუმცა ღონისძიების ჩატარების უფლება, ორგანიზატორებს, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო არ მისცეს.

ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, მათ მერიაში შეტყობინება გაგზავნილი ჰქონდათ. თუმცა, ჩატარებაზე უარყოფითი პასუხი მოვიდა. მათივე განცხადებით, პარკში არ მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები და ადამიანები ჩვეულებრივად გადაადგილდებიან.

„მერიაში შეტანილი გვქონდა წერილი, რომ აქ საჯარო სივრცეში ვატარებთ ღონისძიებას. თუმცა, ჩვენს წარმომადგენელს არ შეატყობინეს ის უარი, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მოვიდა. არანაირი სარეაბილიტაციო სამუშაოები არ მიმდინარეობს და თავად მუშაც გვეუბნება, რომ მას ჩვენი საქმიანობით ხელს არ ვუშლით. ვართ გაურკვევლობაში, რადგან შემთხვევით ვიღებთ რაღაც უარს და შემდეგ ამ უარის გამო ჩვენ გვედავებიან,“ - აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა მწვანეების წარმომადგენელი მარიამ ვაწაძე.

„მწვანე ფესტივალი“ გულისხმობს ლექციებს და დისკუსიებს თემებზე მწვანე პოლიტიკა, კლიმატის კრიზისი და ა.შ.

 


close დახურვა